მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში მედიის ნაწილის დაშვება დღესაც შეზღუდულია

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მედიის დაშვება დღესაც შეიზღუდება.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე "რუსული კანონის" მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება. სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული.