მიმდინარე სასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მინისტრის საათის ფორმატში წარდგება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, ფინანსთა მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
მინისტრის მოსმენა ხუთშაბათს, 17 თებერვალს არის დაგეგმილი.




























