ხვალ, 21 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. მოხსენება, რომელიც 2023 წელს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებებს შეეხება, პარლამენტს უკვე წარედგინა.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 ლარს აჭარბებს, რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, შემდეგია:
- 2 მილიონზე მეტი ღირებულების 66 კილოგრამზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები;
- 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 138 047 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
- 3 მილიონზე მეტი ღირებულების 655 868 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, საღეჭი თამბაქო);
- 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება.