მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლების დაშვება კვლავ იზღუდება

პარლამენტის შენობა

საქართველოს პარლამენტის განცხადება უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ აცხადებს, საკანონმდებლო უწყების ადმინისტრაციის ცნობით, ხვალაც შეზღუდული იქნება ვიზიტორების პარლამენტში შესვლა. სხდომებზე კი კვლავ მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები შეძლებენ შესვლას.

შეგახსენებთ, "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ ხვალ, 27 მაისს იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობა 28 მაისს, ვეტოს დაძლევას პლენარულ სესიაზე გეგმავს.

"„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები