მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში რეორგანიზაცია გამოცხადდა - შეიცვლება სტრუქტურა და საშტატო ნუსხა

პაპუაშვილი

"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შედეგად, შეიცვლება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე პარლამენტის სტრუქტურა.

პაპუაშვილმა ბრძანება 3 აპრილს გამოსცა და ძალაში ხელმოწერის დღეს შევიდა.

ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია დაიწყო:

  • ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
  • სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საორგანიზაციო დეპარტამენტი;
  • საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საქმისწარმოების დეპარტამენტი;
  • მანდატურის სამსახური; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელი პირი, "ოცნების" პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები