მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში საფინანსო კომიტეტზე განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

პარლამენტი

დღეს ერთპარტიული პარლამენტში, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებით არის შემდგარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს და გენერალურ აუდიტორს დახურულ ფორმატში მოუსმენენ. დარგობრივ კომიტეტში დღის წესრიგით სამი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს. შესაბამისად, კომიტეტს მხოლოდ მომხსენებლები და დეპუტატები დაესწრებიან. როგორც BM.GE-ის პარლამენტში განუცხადეს, საკომიტეტო განხილვა ლაივსტრიმითაც არ გადაიცემა: „კაბელები, რომლითაც ლაივ სტრიმის უზრუნველყოფა ხდება, დაზიანებულია, სავარაუდოდ პიროტექნიკით“ - განმარტავენ პარლამენტში.

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა:

1. 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარადგენს.

2. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეა

და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე - ამ საკითხს საქართველოს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი წარადგენს. ამავე ნაწილში განხილული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელსაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე წარადგენს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილისაქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა - ამ საკითხის მიმომხილველი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები