შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა.
ცვლილებები ძირითადად აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობასა და ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესს ეხება.
მთავარი სიახლეები:
- იზრდება საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა და საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლის გადამღები ჯგუფების რაოდენობა. 10 ჯგუფის ნაცვლად, აკრედიტაცია მიიღებს არა უმეტეს 15 ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო ჟურნალისტი.
- დაზუსტდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის წესები და პირობები, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.
- დამატებულია ორი დანართი:
N1 – საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის ერთიანი ფორმა.
N2 – ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების ერთიანი ფორმა.
ცვლილებები არ ეხება აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლებს.
საპარლამენტო ჟურნალისტების აკრედიტაციის მიღების განაცხადები 2025 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იქნება მიღებული.




























