მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში შესვლაზე "ნაციონალურმა მოძრაობამაც" უარი თქვა

5fa0120b464f7
ინგა მურუსიძე
02.11.20 18:07
700
პარლამენტში შესვლაზე "ნაციონალურმა მოძრაობამაც" უარი თქვა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

"ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვიღებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს და არ შევდივართ პარლამენტში. მას უახლოეს მომავალში მოუწევს, უპრეცედენტო ერთობის გამო ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა "გირჩმა", "ლელომ" და "ევროპულმა საქართველომ". 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები