პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.
დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება "გახარია საქართველოსთვის" წევრის გიორგი შარაშიძის გამოსვლისას დაიწყო. შარაშიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ასეთ პრემიერ-მინისტრს, როგორიც ირაკლი კობახიძეა არ იმსახურებს, რაზედაც "ოცნების" დეპუტატებმა დარბაზში მსხდომ ოპოზიციოენერებს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკური დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების დროს შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.




























