2026 წლის საშემოდგომო სესიაზე მთავრობა პარლამენტს 65 კანონპროექტს წარუდგენს - ამის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის გეგმიდან ხდება ცნობილი. ყველაზე მეტი - 22 კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროსთან არის დაკავშირებული.
ამასთან, როგორც ცნობილია პარლამენტი ქონების გადასახადის ცვლილებას გეგმავს, თუმცა ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, თავად დეპუტატების წარდგინებით განხორციელდება, რადგანაც მას მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების გეგმა არ ითვალისწინებს.
ეკონომიკურ მიმართულებებს შორისაა ცვლილებები დაგროვებითი პენსიის, საინვესტიციო ფონდების, ავტოდაზღვევის, ინვესტიციების დაცვის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში. ასევე იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები ენერგეტიკის, რკინიგზის, ტურიზმის, ფოსტისა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორებში.
ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს აგრარული და სურსათის სექტორის რეგულაციებიც — მათ შორის ღვინის ხარისხის კონტროლი, მიწისა და საძოვრების მართვა, პესტიციდების რეგულირება და სურსათის მიწოდების ჯაჭვი. ფინანსთა სამინისტროს სიაში კი 2026 წლის ბიუჯეტის დაზუსტება და 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.
დანარჩენი ინიციატივები ძირითადად განათლების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებს ეხება. რამდენიმე კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებასაც ითვალისწინებს, მათ შორის ენერგეტიკის, რკინიგზის, ტურიზმისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით.
| N | კანონპროექტის დასახელება | კანონპროექტის მოკლე აღწერა და მიზანი | ფინანსური სახსრების შესახებ | გამომდინარეობს თუ არა ევროკავშირთან დაახლოებიდან: |
| I | განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | |||
| 1 | „უმაღლესი განათლების შესახებ“ | პოსტდოქტორანტის სტატუსის განსაზღვრა, კვლევითი პროცესის ხელშეწყობა და აკადემიური ხარისხის მქონე პირთა განვითარება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციიდან |
| 2 | „უმაღლესი განათლების შესახებ“ (ციფრული სწავლება) | „ციფრული სწავლების“ დეფინიციის შემოტანა, დისტანციური სწავლების რეგულირება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 3 | „უმაღლესი განათლების შესახებ“ (მიკროკრედენციალები) | მიკროკრედენციალების (მოკლევადიანი კურსების) აღიარების მექანიზმის შექმნა შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროპული სტანდარტებიდან |
| 4 | „უმაღლესი განათლების შესახებ“ (დუალური განათლება) | დუალური უმაღლესი განათლების დანერგვა, რაც გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციას სამუშაო ადგილზე. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 5 | „პროფესიული განათლების შესახებ“ | პროფესიული სასწავლებლების მიერ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების განკარგვის უფლების მინიჭება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 6 | „პროფესიული განათლების შესახებ“ (დირექტორები) | კოლეჯების დირექტორების შერჩევის წესის დანიშვნა კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 7 | „პროფესიული განათლების შესახებ“ (კრედიტები) | პროფესიულ განათლებაში მიღებული კრედიტების აღიარება უმაღლეს განათლებაში გადასვლის ხელშესაწყობად. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 8 | „პროფესიული განათლების შესახებ“ (ავტორიზაცია) | ავტორიზაციის პროცედურების გამარტივება და დუბლირებული რეგულაციების მოხსნა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| II | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | |||
| 9 | „საქართველოს ტყის კოდექსში ცვილილება“ | ტყითსარგებლობის სპეციალური ლიმიტების ამოქმედების ვადის გადაწევა 2028 წლამდე. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 10 | „რადიაციული დაცვის შესახებ“ | თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება და უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 11 | „ვაზისა და ღვინის შესახებ“ | ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება და უალკოჰოლო ღვინის რეგულირება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 12 | „მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესახებ“ | მიწის მდგრადი მართვის მონიტორინგის გაძლიერება და ნიადაგის ნაყოფიერების დაცვა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 13 | „ქარსაფარი ზოლების შესახებ“ | ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, სტატუსის მინიჭება და მათი დაცვის სამართლებრივი ჩარჩო. | გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე | არ გამომდინარეობს |
| 14 | „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ | სკოპინგისა და გადაწყვეტილების მიღების ვადების დაზუსტება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 15 | „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ | სახელმწიფო მნიშვნელობის ბუნებრივი სიმბოლოების (ხე, ცხოველი, ფრინველი) დეფინიციის შემოღება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 16 | „სვანეთის და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შექმნა“ | მესტიის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ახალი ეროვნული პარკებისა და აღკვეთილების შექმნა. | გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე | არ გამომდინარეობს |
| 17 | „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ | ტერიტორიების ზონირების და დაშვებული საქმიანობების კატეგორიების დაზუსტება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 18 | „ყაზბეგის დაცული ტერიტორიის სტატუსი“ | დაცული ტერიტორიის საზღვრების დაზუსტება და დემარკაცია. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 19 | „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ | მაცივარაგენტების რეგულირება და ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 20 | „საძოვრების მართვის შესახებ“ | საძოვრების მდგრადი მართვის და გამოყენების ერთიანი პრინციპების დადგენა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 21 | „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ | პესტიციდების ფასის რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების დახვეწა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 22 | „სურსათის მიწოდების ჯაჭვი“ | არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვა (მაგ. ვადების დარღვევა, გადახდების დაგვიანება). | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| III | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | |||
| 23 | „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ | საპენსიო ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ოპტიმიზაცია და აქტივების მართვის გაფართოება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 24 | „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ | უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 25 | „ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა“ | სავალდებულო დაზღვევის შემოღება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ზიანის ასანაზღაურებლად. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროპული დირექტივებიდან |
| 26 | „აგრარული და სასაქონლო ზედნადებები“ | სასაქონლო ბირჟების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 27 | „ტურიზმის შესახებ“ | ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროკავშირის აქტებიდან |
| 28 | „ფოსტის შესახებ“ | ფოსტის სექტორში სამართლებრივი საფუძვლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროპული სტანდარტებიდან |
| 29 | „მაუწყებლობის შესახებ“ | ტელერადიოცენტრის მიერ ციფრული ქსელის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 30 | „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ | საკომუნიკაციო მომსახურების სფეროს აქციზისგან გათავისუფლება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 31 | „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ | რადიოსიხშირული სპექტრის მართვის ეფექტურობის გაზრდა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 32 | „რკინიგზის კოდექსი“ | რკინიგზის სექტორის ტექნიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური მოდერნიზაცია. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან |
| 33 | „განახლებადი ენერგიის წყაროები“ | განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის სტანდარტები. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროკავშირის დირექტივებიდან |
| 34 | „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ | ნავთობისა და გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გადაუხდელობაზე პასუხისმგებლობა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 35 | „მეზღვაურთა განათლების შესახებ“ | მეზღვაურთა სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 36 | „საზღვაო კოდექსი“ | საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების იმპლემენტაცია. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 37 | „ინვესტიციების დაცვის შესახებ“ | საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ინვესტორთა უფლებების დაცვა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 38 | „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ | ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია და მესამე ენერგოპაკეტის მოთხოვნები. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | გამომდინარეობს ევროკავშირის აქტებიდან |
| 39 | „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტები“ | ტრანსევროპული ენერგეტიკული ქსელების (TEN-E) რეგულაციების დანერგვა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 40 | „საჰაერო კოდექსი“ | საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დადგენა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 41 | „საგზაო მოძრაობის შესახებ“ | საგზაო უსაფრთხოების აუდიტისა და შემოწმების სისტემის შემოღება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 42 | „სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული საქმიანობის კოდექსი“ | მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 43 | „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ | IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის გამარტივება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 44 | „სახელმწიფო ქონების შესახებ“ | სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესების დაზუსტება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| IV | თავდაცვის სამინისტრო | |||
| 45 | „თავდაცვის კოდექსში ცვლილება“ | სამხედრო სამსახურში მიღებისა და გავლის პროცედურების დახვეწა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 46 | „იარაღის შესახებ“ | სამოქალაქო და სამხედრო იარაღის ბრუნვის კონტროლის გაძლიერება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 47 | „უმაღლესი განათლების შესახებ“ (სამხედრო) | სამხედრო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| V | რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | |||
| 48 | „გრანტების შესახებ“ | მუნიციპალური პროექტებისთვის გრანტების გაცემის შესაძლებლობის გაფართოება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 49 | „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ | ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| VI | იუსტიციის სამინისტრო | |||
| 50 | „ნოტარიატის შესახებ“ | ნოტარიუსების ასაკობრივი ზღვრის გაზრდა და ელექტრონული ნოტარიატის განვითარება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 51 | „სამოქალაქო აქტების შესახებ“ | დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| VII | კულტურის სამინისტრო | |||
| 52 | „კულტურის შესახებ“ | კულტურის სფეროში ერთიანი სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დაფინანსების მექანიზმები. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 53 | „ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ | ბიბლიოთეკის ფუნქციების მოდერნიზაცია და მართვის სისტემის გაუმჯობესება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| VIII | ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | |||
| 54 | „სამედიცინო საქმიანობის შესახებ“ | პაციენტის საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 55 | „ხანგრძლივი ზრუნვის შესახებ“ | ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატების მომსახურების ხარისხის სტანდარტები. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| IX | სპორტის სამინისტრო | |||
| 56 | „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ | სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განვითარება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| X | ფინანსთა სამინისტრო | |||
| 57 | „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“ | საბიუჯეტო პარამეტრების დაზუსტება არსებული ეკონომიკური ტენდენციების მიხედვით. | არ გამომდინარეობს დამატებითი ხარჯებიდან | არ გამომდინარეობს |
| 58 | „2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“ | მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა პარლამენტში. | არ გამომდინარეობს დამატებითი ხარჯებიდან | არ გამომდინარეობს |
| 59 | „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი“ | შიდა აუდიტის სისტემის გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 60 | „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ | გამჭვირვალობის გაზრდა და FATF-ის რეკომენდაციების შესრულება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| XI | შინაგან საქმეთა სამინისტრო | |||
| 61 | „საგზაო მოძრაობის შესახებ“ | ელექტრო თვითმგორავების (სკუტერების) და მოპედების რეგულირება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 62 | „არასაბანკო ფინანსური საქმიანობის შესახებ“ | ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| XII | ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი | |||
| 63 | „საპატენტო რწმუნებულთა შესახებ“ | საპატენტო რწმუნებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 64 | „პატენტის შესახებ“ | ახალი სერვისების დანერგვა და პატენტის გაცემის პროცედურების დახვეწა. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |
| 65 | „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ | სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაძლიერება. | არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს | არ გამომდინარეობს |




























