მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა, თუმცა ონლაინ მედია კვლავ არ დაიშვება

პარლამენტი ცარიელი

დღეიდან პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა. პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან, მის გაუქმებამდე იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ასევე, კვლავ არ იქნებიან დაშვებულები ონლაინ მედიის წარმომადგენლები. ხოლო ტელემაუწყებლების შემთხვევაში დაშვებულია ერთი ტელევიზიიდან მხოლოდ ერთი გადამღები ჯგუფი.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები