მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ვითარება დაძაბულია

60ec06928e831
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 13:13
1416
საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატები პლენარული სხდომის დაწყებას ელოდებიან, ჟურნალისტები შეშვებას ითხოვენ.

"tv პირველის" გენერალურმა დირექტორმა,  წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობაში და სხდომათა დარბაზში შესვლა მოახერხა, რასაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის მდგომარეობა პარლამენტში დაძაბულია. ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა დაიკავა.

სხდომათა დარბაზში შესვლამდე ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობისგან ითხოვენ პასუხს - რატომ დაუშვეს 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფა და მათზე ძალადობა.

შეგახსენებთ: 5 ივლისს "Tv პირველის“ ნაცემი ოპერატორი  ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მედიასაშუალებები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, საპროტესტო აქცია, პარლამენტის წინ დღესაც, 18:00 საათზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები