პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
მანამდე პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს.
პარლამენტთან აქცია შუა დღიდან დაიწყო, როცა პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.