მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს

აქცია

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზიც კიდევ ერთხელ გაუშვეს.

ამასთან, “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.