მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან ჭიათურის მაღაროელების საპროტესტო აქცია იმართება

64905f2e7b14c
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.23 18:04
568
თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ჭიათურის მაღაროელების საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც საზოგადოებრივი ჯგუფები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ.

საქმე ის არის, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მეთხუთმეტე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებმა მერვე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. 10-მდე დასაქმებული შიმშილობს, ხოლო რამდენიმემ პირი და თვალები ამოიკერა. კომპანიის მხრიდან 14 მოთხოვნიდან 13-ის დაკმაყოფილების მზაობის გაცხადების შემდეგ, მაღაროელებმა პროტესტის თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტთან აქცია დააანონსეს. აქციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს მოქალაქეები პლაკატებით მივიდნენ, სადაც წერია „ამოკერილი თვალებითაც გხედავთ“, „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“. მაღაროელთა თბილისში აქციის გამართვის მიზანი, პროტესტის ჭიათურის საზღვრებს გარეთ გატანაა.

„აქ მოსული საზოგადოების ერთიანდება, ჩვენ გვაძლიერებს და გვამხნევებს, გვაძლევს იმედს, რომ სამართლიანი მოთხოვნები იქნება ყურადღებული და გადაწყვეტილი ისე როგორც დღეს ჭიათურას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ჭიათურაში შიმშილობის მერვე დღე დგას, ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკიდურეს ფორმებს მიმართეს იმის გამო, რომ სამართალს ვერ მიაღწიეს, იმის ნიშნად, რომ კანონიერი გზით ვერ დაიცვეს უფლებები.

დღეს, აქ ატირებულმა ჭიათურამ გამოგვიშვა და ხსნას დედაქალაქში ხედავენ. იმედი აქვთ, რომ სამართლიანად გავიმარჯვებთ.

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საწყის ეტაპზე დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის და ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვდით. ვითხოვდით არსებულის შენარჩუნებას, იმ პირობებს ვითხოვდით, რომელიც ჩვენს უფლებებს არ დაარღვევდა და ჩვენ არ დაგვაყენებდა სიცოცხლის რისკის წინაშე. ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ და რა გვინდოდა აქციაზე, ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამისთვის მშვიდი, უსაფრთხო სამუშაო გარემო გვჭირდება და ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს“, - განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა.

ხელფასის 15%-იანი მატება $10 მლნ-ის წლიურ ხარჯს ნიშნავს - „ჯორჯიან მანგანეზის“ განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები