მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციაზე არ ახვიდეთ - თბილისის მერიის მოწოდება

რუსთაველი

თბილისის მერიის განცხადებით, პარლამენტთან დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქცია არ არის უსაფრთხო, ვინაიდან ჯერ არ დასრულებულა მისი აწყობა, ამიტომაც ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ არ ავიდნენ კონსტრუქციაზე.

"გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება", - წერია მერიის განცხადებაში.

"თბილსერვის ჯგუფმა" ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დილით ადრე მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ პროევროპული აქცია დასრულდა. საპროტესტო აქცია რუსთაველზე ახლაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები