მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

5fa981cc1e695
თამთა ჯიჯავაძე
09.11.20 21:47
760
პარლამენტთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რამდენი აქტივისტია დაკავებული. 

როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციამ ისინი ადგილზე გასათბობად შეშის მიტანის გამო დააკავეს. 

ამ დროისთვის აქცია გრძელდება. მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად ღამით გადაადგილების შეზღუდვისა, რომელიც 22 საათზე ამოქმედდება, ისინი დაშლას არ აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები