რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. მოქალაქეები მე-14 დღეა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებს, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე დღეს საჯარო მოხელეებიც შეუერთდნენ.
მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს.




























