მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - გიორგი ვაშაძე დემონსტრანტებს მიმართავს

6408de509ced4
თელარა გელანტია
08.03.23 23:12
780
პარლამენტის შესასვლელთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

პარლამენტთან მოქალაქეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული. ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას სხვადასხვა საგანს ესვრიან, შედეგეად, ჩამსხვრეულია მინები.

სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი დღესაც გამოიყენა.

„მე ხალხს ვესაუბრები, რომ დამშვიდნენ, მაგრამ მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შესრულდეს.

ხალხი ხელისუფლებაზეა გაბრაზებული. ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს აგენტების შესახებ კანონპროექტები პარლამენტიდან“, - აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები