მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორები დიალოგისთვის მზად არიან და მოდით, ერთ კანონს ქვეყანას ნუ გადავაყოლებთ - სანდრო ჭუმბურიძე

ზვიად

პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში 64.4%-ით შემცირდა, კლება ფიქსირდება FDI-ის ყველა კომპონენტში, როგორც სააქციო კაპიტალის ისე რეინვესტირების კუთხითაც. ბიზნეს სუბიექტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ კუთხით მომავალი კვარტალები საქართველოსთვის უფრო მძიმე იქნება. რასაც არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის ისეც სტაბილურ და მიმზიდველ ქვეყნად რჩება.

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე ბიზნესის განწყობებზე საუბრობს, რაზეც პოლიტიკური არასტაბილურობა უკვე ასახულია. მისი თქმით, ბიზნესი დღეს ფრთხილობს და მოლოდინის რეჟიმშია. ჭუმბურიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს გახსნის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ის შედეგი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ვნახეთ, შემდეგ კვარტალებში კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს.

“წარმოუდგენელია ქვეყანაში იყოს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და ქვეყანაში ეკონომიკა, სტაბილური ბიზნეს გარემო ვითარდებოდეს. არასტაბილური პოლიტიკური გარემო სერიოზულად მოქმედებს და არ არის გამორიცხული, რომ ეს უფრო მძიმე შედეგებით განვითარდეს. ოპტიმისტი დიპლომატი ამბობს, რომ არის შანსი მოლაპარაკებების, რომ ამ ჩიხიდან, გამოუვალი მდგომარეობიდან, რაც დღეს გვაქვს, დადებითად განვითარდეს. ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკურად არასტაბილური ვითარდება მომენტალურად აისახება ჩვენს ეკონომიკურ სტაბილურობაზე და ბიზნეს განვითარებაზე, შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რასაც აბსოლუტურად ყველა ელოდა. წარმოუდგენელი იყო ასეთი დიდი პოლიტიკური ტურბულენტობის, გამოწვევის დროს რაღაც ერთგვარი სტაბილური მაჩვენებლები ვანახოთ და ინვესტიციების მოზიდვაზე რაიმე ასახვა არ ჰქონოდა ამ პროცესს.

ერთადერთი რასაც შეუძლია ეს არასტაბილური გარემო შეცვალოს, არის დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისუფლებამ და მათ შორის ბიზნესმაც უნდა შევასრულოთ.

ნუ მივცემთ ბიზნესს ერთგვარ აპათიაში ჩავარდნის წინაპირობას, არ არის გვიან, დიალოგი უნდა დაიწყოს. მე რაც მაქვს ინფორმაცია, ჩვენი პარტნიორები მზად არიან დიალოგისთვის, უბრალოდ ელოდებიან ჩვენგან თანხმობას, თანამშრომლობას. მოდით ასე ვთქვათ, ერთ კანონს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას,”- ამბობს ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები