მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაველ დუროვი წარსულში ემანუელ მაკრონს რამდენჯერმე შეხვდა - Le Monde

პაველ დუროვი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი Telegram-ის დამფუძნებელს, პაველ დუროვს 2018-2021 წლებში რამდენჯერმე შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული Le Monde ავრცელებს. WSJ-ის ინფორმაციით კი შეხვედრაზე მაკრონმა დუროვს Telegram-ის სათავო ოფისის საფრანგეთში გადატანა შესთავაზა.

ასევე WSJ-ის ინფორმაციით, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურს დუროვის ტელეფონზე ჰქონდა წვდომა მოპოვებული, რაც უკავშირდებოდა აღნიშნულ პერიოდში შეშფოთებას, რომ Telegram-ი ტეროტირისტების მიერ კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა.

პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 26 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა და მას 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურა მის გასამართლებას 12 მუხლით ითხოვს, მათ შორისაა ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობა, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობა, ჰაკერულ თავდასხმებში თანამონაწილეობა, ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობა, ორგანიზებულ დანაშაულში თანამონაწილეობა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები