მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პედაგო“ - სასწავლო ცენტრი მშობლებისთვის და ძიძებისთვის - ნინო გაზდელიანი ქალების ნარატივში

ძიძის პოვნა ერთ-ერთი ყველაზე რთული, ემოციურად, პრაქტიკულად თუ ფინანსურად დატვირთული პროცესია, რომელიც ხშირად წარმატებით არც კი მთავრდება. ნდობა, შეზღუდული არჩევანი, პირობების შეუთავსებლობა - ამ და სხვა მიზეზების გამო - ძიება თვეებიც გრძელდება. გამოწვევის საპასუხოდ სულ ცოტა ხნის წინ კომპანია პედაგო შეიქმნა, რომელიც ძიძების და მშობლების სასწავლო ცენტრია, მისი მიზანი კი ბავშვის გაზრდის პროცესის გამარტივებაა. პედაგოში - ძიძები და ამასთანავე მშობლები შეისწავლიან პირველად სამედიცინო დახმარებას, პედიატრიას და ბავშვის ფსიქოლოგიას.

სტუმარი: ნინო გაზდელიანი - "პედაგოს" დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები