მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პეისერა ბანკი" – სრულ შესაბამისობაში ოპერირებს აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციებთან

პეისერა ბანკი
BM. GE
20.09.23 18:34
99

ევროპული ციფრული ბანკის „პეისერას ბანკი საქართველოს“ განცხადებით, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში ოპერირებას აგრძელებენ.

„პეისერა ბანკი საქართველო“, როგორც ევროპული ბანკი, სრულად შესაბამისობაში ოპერირებს საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებთან. „პეისერა ბანკის“ მიერ საქართველოში გახსნილი ანგარიშები ინტეგრირებულია ერთიანი ევროს გადახდის სისტემაში (SEPA), რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სანქციების გათვალისწინებას“, - ნათქვამია „პეისერა ბანკი საქართველოს“ განცხადებაში.

19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ თუკი კონკრეტული პირის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები