მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პეივ ბანკ ჯორჯიას“ რეალურ გარემოში საქმიანობის უფლება მიენიჭა

პეივ ბანკი

ეროვნულმა ბანკმა „პეივ ბანკ ჯორჯიას“ საბანკო საქმიანობის რეალურ გარემოში განსახორციელებლად შესაბამისი უფლება 12 ივლისს მიანიჭა.

ბანკის ლიცენზია "პეივ ჯორჯიამ" 2023 წლის დეკემბერში მიიღო როგორც ციფრულმა ბანკმა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და მე-17 კომერციული ბანკი შეემატა.

რიგით მე-3 ქართული ციფრული ბანკის დამფუძნებლებს შორის საერთაშორისო საბანკო-საფინანსო საქმეში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რამდენიმე პირს ვხედავთ, რომელთაც ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში უმუშავიათ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay-ი და BT Group-ი. “პეივ ბანკის” თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სალიმ დანანი კი, მრავალი წლის განმავლობაში სინგაპურსა და მალაიზიაში მუშაობდა.

"სს "პეივ ბანკ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.

საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლასა და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ბანკს შესაბამისი ვადა განესაზღვრება", - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ დაფუძნდა პეივ ბანკი” საქართველოში? BMG-ის კითხვებს 2024 წლის თებერვალში ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანისმა უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები