მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პენტაგონი Alibaba-ს, BYD-ს და Baidu-ს ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირში ადანაშაულებს

პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის: Alibaba-ს, BYD-ს და Baidu-ს ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირში ადანაშაულებს.

Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონი ზემოხსენებული კომპანიების 1260H-ის სახელით ცნობილ სიაში შეყვანას გეგმავს, რომელიც იმ კომპანიებს აერთიანებს, რომელთაც გარკვეული კავშირები აქვთ ჩინეთის მთავრობასთან, დაზვერვასთან ან სამხედრო ძალებთან.

მართალია, ამ სიაში მოხვედრით კომპანიებს არსებითად არაფერი შეეზღუდებათ, თუმცა ის მაინც წარმოადგენს სერიოზულ რეპუტაციულ დარტყმას და პრობლემას ინსტიტუციური ინვესტორებისათვის, რომელთაც პენტაგონის სიაში მოხვედრილ კომპანიებში თანხის დაბანდება შეზღუდული აქვთ.

Alibaba-ს წარმომადგენლობის განცხადებით, კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს სამხედრო ძალებთან და ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები