მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პენტაგონი კონგრესისგან ირანის ომისა და სხვა ხარჯებისთვის $80 მილიარდს ითხოვს - WSJ

პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს 80 მილიარდი დოლარი სჭირდება ირანის ომისა და სხვა, ომთან დაუკავშირებელი ხარჯების დასაფარად. ამის შესახებ თავდაცვის მდივნის მოადგილემ სტივენ ფაინბერგმა ამ კვირაში კანონმდებლებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა - წერს Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ-ის დამატებითი მოთხოვნა, რომელიც პენტაგონის დაფინანსებასთან ერთად არათავდაცვით პრიორიტეტებს (მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და სტიქიური უბედურებების დროს დახმარებას) მოიცავს, კანონმდებლებს შესაძლოა უახლოეს დღეებში გაეგზავნოს, - დასძენს გაზეთი.

აპრილში პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანის ომი დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს იყო ომის ხარჯების პირველი ოფიციალური შეფასება.

თუმცა, იმ კონფლიქტის სრული ღირებულება, რომელიც ტრამპმა ისრაელთან ერთად 28 თებერვალს დაიწყო, კვლავ ღია საკითხად რჩება. დამატებითი დაფინანსებისთვის მოთხოვნილ თავდაპირველ 200 მილიარდ დოლარს კანონმდებლების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა შეხვდა.

თეთრი სახლის საბიუჯეტო დირექტორმა რასელ ვოტმა აპრილში, წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ მას ომის ხარჯების შესახებ პროგნოზი არ ჰქონდა. მან ეს კომენტარი ტრამპის მიერ მოთხოვნილი 1.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის წლიური სამხედრო ბიუჯეტის დაცვისას გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები