მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პენტაგონი კრიტიკული მინერალების რეზერვს შექმნის

პენტაგონი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პენტაგონი კრიტიკული მინერალების სტრატეგიულ რეზერვს შექმნის, რომლის მოცულობა საწყის ეტაპზე $1 მილიარდს მიაღწევს.

ომის დეპარტამენტის განკარგულებით შექმნილ რეზერვში იქნება ყველა ის მინერალი, რომლის მთავარი მიმწოდებელი ჩინეთია და მისი მყისიერად ჩანაცვლება შეუძლებელია. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩინეთზე დამოკიდებულებას და ჩინეთს ნაკლებ ბერკეტს მისცემს ვაშინგტონის წინააღმდეგ.

იშვიათი მინერალების საკითხი განსაკუთრებით საყურადღებო მას შემდეგ გახდა, რაც ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-ში კრიტიკული მინერალების ექსპორტი შეზღუდა და ამერიკული ინდუსტრია შეაფერხა.

როგორც ცნობილია, რეზერვის მოცულობა პერიოდულად გაიზრდება და ის ეტაპობრივად რამდენიმე მილიარდს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები