პენტაგონმა გრენლანდიაზე არსებული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სიუზენა მეიერსი გაათავისუფლა. აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულზე მიმდინარე საკადრო გადალაგება პირდაპირ უკავშირდება ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსის და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის ვიზიტებს, რომლებიც ბოლო დროს შედგა.
როგორც პენტაგონში ამბობენ, ხელისუფლება არ გაატარებს არც ერთ ქმედებას, რომელიც დონალდ ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
საკადრო გადაწყვეტილებასთან ერთად, პენტაგონმა ასევე გამოაქვეყნა დამოუკიდებელი მედიასაშუალების, Military.com-ის სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ჯეიდი ვენსის ვიზიტის შემდეგ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელმა ჯარისკაცებს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს გაემიჯნა. იმ დროს, ჯეიდი ვენსმა დანიის ხელისუფლებას მიმართა და გრენლანდიის — და, შესაბამისად, რეგიონის — უსაფრთხოებისთვის არასაკმარისი ფულის დახარჯვაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე 2019 წელს დაწყებული საუბარი დონალდ ტრამპმა გასულ წელს გააცოცხლა. პრეზიდენტის თქმით, გრენლანდიის ყიდვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის სურს. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ის დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან იქ ამერიკული სამხედრო ბაზა და რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს. თავად გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის.