კომპანია PepsiCo-მ უკრაინაში, სარეკლამო სტრატეგიაში ომის ხსენება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაციების გლობალური კოალიცია B4Ukraine ავრხელებს .
აღსანიშნავია, რომ, 2023 წლის შემოდგომაზე, კომპანია ახალი პიარ სააგენტოს ეძებდა, რომელსაც მოთხოვნები დაუწესდა, რომლის მიხედვითად PepsiCo-ს სარეკლამო საქმიანობაში ომის შესახებ მითითებები აიკრძალა. კერძოდ:
- ომის, საომარი მოქმედებების, აგრესიის, სამხედრო პერსონალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხსენება;
- უკრაინის, ან უკრაინის არმიის მხარდაჭერა;
- უარყოფითი კონოტაციები, რაც ქმნის „საფრთხის“ განცდას.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია რუსეთის ბაზარზე კვლავ ოპერირებს და გადასახადებს იხდის. NACP-ის მონაცემებით, რუსეთის ბიუჯეტში კომპანიამ გადასახადების სახით 115 მილიონი დოლარი შეიტანა. ამასთან, მიუხედავად რუსეთის ბაზარზე კომპანიის მთავარი პროდუქტის Pepsi cola-ს გაყიდვების ოფიციალური შეწყვეტისა, რუსულ თაროებზე ამ პროდუქტის შეძენა მაინც შესაძლებელია ე.წ. „პარალელური იმპორტის“ წყალობით.