მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერიოდულად, მიღებული რეგულაციების ეკონომიკური შეფასება უნდა გაკეთდეს - ლევან ვეფხვაძე

ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სხვადასხვა დარგში მიღებული რეგულაციების ეკონომიკური შეფასება უნდა გააკეთოს.

როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-ის განუცხადა, კერძო სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ბოლო წლების განმავლობაში დანერგილი ევრო დირექტივები წარმოადგენს, რაც ბიზნესს ხარჯებს უზრდის. შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი სტანდარტები შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში, გადაიხედოს.

„ბიზნესისთვის ძირითადი მარეგულირებელი გარემო და წნეხი უკავშირდება იმ 40 დირექტივას, რაც ჩვენ კანონმდებლობაში გადმოვიტანეთ და მათი ამოქმედების ვადები ახლა ემთხვევა. შესაბამისად, ეს ის წნეხია, რასაც ბიზნესი თავის თავზე გრძნობს, ესაა პირდაპირი დანახარჯი, რაც ამათუ იმ ახალ სტანდარტს მოჰყვება.

როგორც რეგულაციის მიღებამდეა საჭირო მისი შეფასება ანუ რეგულაციის გავლენის შეფასება, ასევე მისი მიღების შემდეგ რაღაცა პერიოდულობით 2 ან 5 წელში მისი შეფასებაა საჭირო. ასე კარგად დავინახავთ გვერდითი ეფექტები, რაც ყველა რეგულაციას თან ახლავს, რამდენად იმ ჩარჩოშია, რაც ჩვენ თავიდან წარმოგვედგინა. თუ უფრო ცუდად აისახება ეს ყველაფერი ბიზნესზე, მაშინ მას სხვადასხვა ღონისძიებების გატარება სჭირდება. კარგად უნდა ვნახოთ, რა ეფექტი აქვს ამ რეგულაციებს ეკონომიკაზე და თუ არის ამ რეგულაციების შემსუბუქების ნაწილში საშუალება, რომ ეს იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელ ხუთ ფაქტორს შორის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები