მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცალკე ჩამოყალიბება სწორი იყო - პაპუაშვილი

632863623ee75
ინგა მურუსიძე
19.09.22 17:53
513
„განვლილმა ექვსმა თვემ გვაჩვენა, თუ რამდენად სწორი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადაწყდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბება - ამ ექვს თვეში ვნახეთ, რომ ამ სამსახურმა, ერთის მხრივ, შეძლო როგორც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ასევე, საკუთარი რეპუტაციის წარმოჩენაც საერთაშორისო მასშტაბით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაც. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის სამეცნიერო ჟურნალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებისას, გარკვეული სკეპტიციზმი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ცალკე ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, თუმცა, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საბოლოო შედეგი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო.

„გვქონდა კომუნიკაცია სამსახურის უფროსთან, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც მანამდე არსებულ სამსახურში იყვნენ, ყველა, უკლებლივ გადმოვიდა ამ სამსახურში. საუბარია იმაზე, რომ საჭიროება არის კიდეც, რომ გაიზარდოს პერსონალის შემადგენლობა. მიხარია, რომ რეგიონალური დაფარვა იზრდება და ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზედამხედველობის, არამედ კონსულტაციის კუთხითაც, რომ ადგილზე ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა უწყებებს იმ სერვისზე, რომელსაც ამ მხრივ სამსახური სთავაზობს და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა უწყებების მხრიდან, პარლამენტი ამ მხრივ თქვენი სამსახურის გვერდში დგას ყველანაირად და გვიხარია თქვენი წარმატება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.