მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებს, პერს.მონაცემები დაამუშაონ კანონის შესაბამისად

პერსონალური მონაცემები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს, რომ პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად. ამის შესახებ სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ტარდება. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება სრულად ვრცელდება საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს, რომ პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მიერ სიფრთხილის გამოჩენა საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, მათ შორის, პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკვირდება საარჩევნო პროცესს და თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევაზე.

საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად ან პერსონალური მონაცემების კანონის შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტთან დაკავშირებით, ამომრჩევლებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (+995322421000, office@pdps.ge, საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105, ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. N°48, 6010)", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები