მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერუ, ყაზახეთი, სომხეთი - რომელ ქვეყნებში გაიზარდა ყველაზე მეტად ექსპორტი?

63a17b7980f1f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.22 12:56
1312
2022 წლის 11 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.018 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.037 მლრდ დოლარი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მიერ საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 31.8%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულს კი ჩინეთი (660.7 მლნ დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ დოლარი) შეადგენდნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტი რეკორდულად პერუსთან გაიზარდა და ამგვარად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე პერუ საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მოხვდა. საქონლის რეალიზაცია 11 თვეში მნიშვნელოვნად ყაზახეთსა და სომხეთში გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი უკრაინის გარდა, ყველა უმსხვილეს პარტნიორთან გაზრდილია. ამის მიუხედავად, უკრაინა ტოპ-ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში რჩება, თუმცა გასული წლის ამავე პერიოდში მეხუთე ადგილიდან, მერვე ადგილზე გადავიდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:

1. ჩინეთი - 660.7 მლნ დოლარი, ზრდა - 16.1%;
2. რუსეთი - 597.9 მლნ დოლარი, ზრდა - 8.9%;
3. აზერბაიჯანი - 595.4 მლნ დოლარი, ზრდა - 21.9%;
4. სომხეთი - 495.6 მლნ დოლარი, ზრდა - 119.5%;
5. თურქეთი - 409.7 მლნ დოლარი, ზრდა - 40.2%;
6. ბულგარეთი - 395.5 მლნ დოლარი, ზრდა - 62.5%;
7. აშშ - 262.1 მლნ დოლარი, ზრდა - 69.2%;
8. უკრაინა - 221.7 მლნ დოლარი, კლება - 20.3%;
9. ყაზახეთი - 200.5 მლნ დოლარი, ზრდა - 137.1%;
10. პერუ - 135.7 მლნ დოლარი, ზრდა - 896.7%;

დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით ექსპორტი 14.9%-ით გაიზარდა და 1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები