მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად მგონია, რომ გარდამტეხი პერიოდი მალე დაიწყება - ზვიად სხვიტარიძე

5f953ee06cd62
თათია ჩაფიჩაძე
25.10.20 12:56
1205
„ტონინო ლამბორგინის“ გენერალური დირექტორის ზვიად სხვიტარიძის პროგნიზით, საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო ვაქცინის გამოჩენისთანავე გაუმჯობესდება.

BM.GE-თან საუბრისას სხვიტარიძემ წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესები დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობს.

“სიტუაცია რა თქმა უნდა არ არის ადვილი, ბიზნეს გარემოს კუთხით პესიმისტური მოლოდინებია იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდმა სერიოზული დარტყმა მიაყენა როგორც გლობალურ ეკონომიკას, ისე საქართველოს. ვხედავთ, რომ ბევრი ბიზნესი იხურება, განსაკუთრებით ეს მცირე და საშუალოს შეეხო, მაგრამ ჩემი აზრით, მოინახება თუ არა გამოსავალი ვაქცინის სახით, იქნება ნახტომისებური ზრდა.

შეიძლება ეკონომიკის იმ ტემპს, რაც გვქონდა 1 წელი და 1.5 წელი ვერ დავუბრუნდეთ, მაგრამ რადიკალური გამოცოცხლება იქნება. ყველა ამ მოლოდინში ვართ და დარწმუნებული ვარ ეს უკვე მალე იქნება, ამიტომ პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად მგონია, რომ გარდამტეხი პერიოდი მალე დაიწყება.

წინასაარჩევნო პერიოდში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და დაძაბულობით არ გამოირჩევა, პროცესები მიდის კანონიერ ჩარჩოში, აქედან გამომდინარე ნეგატიურად ვერ შევაფასებ“ - განაცხადა „ტონინო ლამბორგინის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები