ეკონომიკისა და სამართლის ექსპერტი, ზვიად სხვიტარიძე, საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მსხვილი ბიზნესებისა და მთავრობის დამოკიდებულებაზე საუბრობს და განიხილავს სამ მიზეზს, რის გამოც დიდი ბიზნესი მთავრობის მხარდამჭერია.
"რატომ არიან დიდი ბიზნესები ყველა დროს მთავრობის მხარდამჭერები? სამი ძირითადი მიზეზი:
- დამოუკიდებელი სასამართლოს და ალტერნატიულად ბიზნეს დავებზე არბიტრაჟის სისტემის არარსებობა;
- მონოპოლიები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში, რაც კონკურენციას კლავს და ავტომატურად გამორიცხავს კონკურენტულ გარემოს;
- ლობისტური საქმიანობის რეგულირება და აი სად არის გამჭვირვალება საჭირო, ბიზნესის ლობირებისთვის გადახდილი თანხების დეკლარირება, სპეციალური გაიდლინების შემოღება და კონკრეტულ თანხაზე ჩამკეტის დაწესება.
კარგი ძლიერი ბიზნესი პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს მოწოდებული ამ მიმართულებების გამართვით, აღარ იქნება თავდახრილი, არამედ წელში გამართული ივლის და იტყვის იმას რასაც რეალურად ფიქრობს და განიცდის", - წერს ზვიად სხვიტარიძე.
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება სამ კვირაზე მეტია, აპროტესტებს, რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმენმა დაუჭირა მხარი. 28 და 29 აპრილს, მათმა გარკვეულმა ნაწილმა განცხადებები გაავრცელა, სადაც, ისინი, ფაქტობრივად, იწონებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს და, ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.