მშობლები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობას აპროტესტებენ და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, სკოლებში არსებული მდგომარეობის გაპროტესტების მიზნით შეიქმნა პეტიცია, რომელიც 10 000 ხელმოწერით განათლების სამინისტროში სულ რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.
სტუმარი: როზა დევნოზაშვილი - "მშობლები განათლებისთვის" პროექტების კოორდინატორი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად