მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინის ახალი ვერსიის დროული შემოტანა მნიშვნელოვანია - "ნეოლაბი"

61f0ee177b36d
თათია ჩაფიჩაძე
26.01.22 21:20
732
კლინიკა "ნეოლაბის" ხელმძღვანელი გიორგი კამკამიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, განახლებული ვაქცინების შემოტანაზე მუშაობა პროაქტიურ რეჟიმში დაიწყოს. როგორც მან bmg-თან საუბრისას განმარტა, სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიას ახალ შტამთან საბრძოლველად ეფექტიან ვაქცინა მარტიდან ექნება.

„ვაქცინაციის წახალისებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვაქცინის ახალი ვერსიის მაქსიმალურად სწრაფად შემოტანა საქართველოში, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულად ახალი ვარიანტების წინააღმდეგ. როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება, რომ ყოველწიურად ვაქცინის ახალი ვარიანტი შემოდის, ამ შემთხვევაშიც ჩვენც ველით რომ დაგვჭირდება სულ ახალი ვარიანტები, რომელიც განახლებულ შტამებთან საბრძოლველად უფრო ეფექტიანი იქნება. რაც შეეხება იმას, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარდეს ვაქციანცია, ამას პრაქტიკა გვაჩვენებს.

ნავარაუდევია, რომ „ფაიზერი“ მარტისთვის გამოუშვებს ვაქცინის განახლებულ ვერსიას და მერე მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც. აქ არის კრიტიკული, რომ საქართველო ისევ არ იყოს მაჩანჩალა პოზიციაში და ახალი ვერსიის ვაქცინა ერთ-ერთმა პირველებმა შემოვიტანოთ“, - განაცხადა კამკამიძემ.

ცნობისთვის: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა დაიწყეს ახალი ვაქცინის კლინიკური კვლევები, რომელიც Omicron-ის ვარიანტისგან დაცვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ BBC წერს.

„ომიკრონის“ საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევების დაწყებას გეგმავს ამერიკული კომპანია Moderna-ც. მსგავსი გეგმები აქვთ ოქსფორდის უნივერსიტეტსა და AstraZeneca-საც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები