მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PHILIPS-ი 4,000 თანამშრომელს ათავისუფლებს - მიზეზი $1.3-მილიარდიანი ზარალია

6357d74954ee2
გიორგი თოლორდავა
25.10.22 16:58
770
უაღრესად იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გამო, უმსხვილესი ჰოლანდიური მულტიფუნქციური კონგლომერატი Philips-ი 4,000 თანამშრომელს სამსახურიდან დაუყოვნებლივ ათავისუფლებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, როი ჯეიკობსის განცხადებით, სამუშაო ძალის შემცირება გარდაუვალია, რადგან კომპანია მოსალოდნელზე თითქმის ორჯერ დიდ ზარალზე გადის, შესაბამისად, აქციონერებისა და ინვესტორების მხრიდან მენეჯმენტზე ზეწოლა იზრდება, თანამშრომლების 5%-ის დათხოვნა კი ერთადერთი გამოსავალია ხარჯების მყისიერად შესამცირებლად.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალი Philips-მა $1.33-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ უარესი შედეგია. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 2.97 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გლობალური მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, თანამშრომლების განთავისუფლების სტრატეგიას ირჩევენ სხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიებიც, მათ შორისაა: Microsoft, Amazon, Tesla და Meta, თუმცა ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიან ილონ მასკს უკავშირდება, რომელიც $44 მილიარდად Twitter-ის შეძენის შემდეგ, კომპანიიდან თანამშრომლების 75%-ის გაგდებას გეგმავს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები