მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირადი ინტერესების გამო, ქვეყნის ინტერესების გაწირვას წერტილი უნდა დაესვას - ლაშა პაპაშვილი

641064c3eb97a
თელარა გელანტია
14.03.23 16:30
1169
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის აზრით, ქვეყანაში „წერტილი უნდა დაესვას გათითოკაცებას“.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„საკუთარი ინტერესის გამო ქვეყნის ინტერესებს გაწირვას უნდა დაესვას წერტილი“, - ამბობს ბიზნესმენი, რომლის აზრითაც, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ერთობაა საჭირო.

ამასთან, ინტერვიუში ლაშა პაპაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოქნილი ბიუროკრატიის მნიშვნელობას და ასევე, სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების საჭიროებას.

„მინისტრები ბევრ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ. ზოგჯერ მეუბნებიან - „ასე წერია კანონშიო“. კანონში თუ ასე წერია, მაშინ მე და პოლიციელი დავრჩებით ერთმანეთის პირისპირ და თუ დავაშავე, დამიჭერს ან - გამიშვებს. შენ ვინ ხარ მაშინ?! - მინისტრი ხარ და გაქვს ვალდებულება, მოხვიდე, შეისწავლო სკითხი, ღრმად ჩაიხედო და თუ არ გესმის, ექსპერტი მოიწვიო, გაერკვიო, ადგილზე მოხვიდე და ისე გადაწყვიტო. გადაწყვეტილება კაბინეტიდან არ უნდა მიიღო“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები