მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირბადეები გაყიდვამდე გარკვეულ კონტროლს გადის - ეკატერინე ტიკარაძე

5fdb18f70c267
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 13:00
812
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული პირბადეები გაყიდვაში ჩაშვებამდე გარკვეულ კონტროლს გადის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თავდაპირველად სანამ შემოდის პირბადეები - ისინი გადიან გარკვეულ კონტროლს და წარმოების დროსაც, სანამ წარმოებული პირბადეები გავა ქსელში ჩვენ ვაძლევთ ამაზე დასტურს, რომ შეიძლება გაყიდული იყოს ეს პირბადეები“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს, პირბადეების სწორი გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომელიც დღეს ბაზარზეა. მეც ქართულ პირბადეს ვიყენებ და დაცული ვარ. აქედან გამომდინარე მთავარია მოხმარების ხარისხი - როგორ ვიყენებთ პირბადეს. კონკრეტულად ქართული წარმოების პირბადეებს აქვს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მოქალაქის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები