მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების ვალდებულების საჭიროება არ იკვეთება - აზარაშვილი

62cc1640dc459
მარიამ ვარადაშვილი
11.07.22 16:38
784
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების არსებული მონაცემებით, პირბადის ტარების ვალდებულების შემოღება არ იგეგმება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ არის.

“ამ მანაცემებით [პირბადის სავალდებულოობა] ამის საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. 100 და 500 შემთხვევა ერთმანეთისგან რომ 5-ჯერ განსხვავდება, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ”, - აცხადებს აზარაშვილი.

BMG-ის კითხვაზე - იღებს თუ არა სამინისტრო იმუნიზაციის საბჭოსგან რეკომენდაციებს, მინისტრი ამბობს, რომ ამ ფორმატში უკვე რჩევებს არ იღებენ.

“იმუნიზაციის საბჭოს ფორმატში რეკომენდაციები დღეს არ გვაქვს, თუმცა სხვადასხვა რჩევას ყოველდღიურად ვიღებთ. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ ან - არა. დღეისთვის ამის საჭიროება არ არის. თუ ამბობენ, რომ პირბადეების გამოყენება სასურველია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს და ამას ვერავის ავუკრძალავთ. სამედიცინო დაწესებულებებში ეს წესი დღესაც მოქმედებს და აუცილებელია, პირბადის გამოყენება”, - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები