მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირი, რომელმაც ტრამპს მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია - CNN

ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.

CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა.

პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია, – ამის შესახებ „სიენენი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

„FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში.

ინციდენტს მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, მსოფლიო ლიდერერები და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს. როგორც ბაიდენი აცხადებს, ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის.

„მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც მიტინგზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

გამოხმაურება

ძალადობას აშშ-ში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გმობს დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლას. მისი თქმით, მოხარულია, რომ ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა.

„დაგი (მეუღლე) და მე მოხარული ვართ, რომ ის სერიოზულად არ არის დაშავებული. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის, მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც დაშავდა და დაზარალდა ამ უაზრო სროლის შედეგად“, – განაცხადა ჰარისმა.

ბორელი - „კიდევ ერთხელ, მომსწრე ვართ პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტების“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, "შეძრწუნებულია შეხვედრის შოკისმომგვრელი სცენებით".

„პოლიტიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ადგილი ჩვენს საზოგადოებებში არ არის“, - განაცხადა ახალმა პრემიერმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მღელვარებით ადევნებს თვალს სიახლეებს პენსილვანიიდან. მან დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „საარჩევნო კამპანიის მომდევნო თვეებში დიალოგი და პასუხისმგებლობა სძლევს სიძულვილსა და ძალადობას“.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდაც.

”მტკიცედ უნდა დავდგეთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიას გამოწვევას უქმნის“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული არიან დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით.

„ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერმა მომხდარი დაგმო და პოლიტიკური ძალადობის აქტად შეაფასა.

ღრმად შოკირებული ვარ იმ სროლით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეკრების დროს მოხდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები