მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირობითი მსჯავრი ერთი წლით დაახლოებით 7 000 პირს შეუმცირდება - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით 7 000 პირს შეეხება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის წინა კანონებისგან განსხვავებით, ახალი პროექტი ითვალისწინებს მიდგომას პრობაციონერების მიმართ.

"ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით" - განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება პატიმრობის ვადა დამატებით დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ½ შემცირებას; სასჯელის ¼ შემცირებას; სასჯელის 1/6 შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები