მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა - საიდან შემოგვაქვს ფეიერვერკები?

პიროტექნიკა

პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა. საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 5,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 659 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, მაშინ როცა გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 4,8 მლნ აშშ დოლარის 478 ტონა პიროტექნიკა შემოვიტანეთ.

რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, მაშინ იანვარ-სექტემბრის პერიოდში 5,1 მლნ აშშ დოლარის 647 ტონა პიროტექნიკის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე იაფად და დიდი მოცულობით წელს პიროტექნიკა ჩინეთიდან შემოვიდა, სადაც 510 ტონა პიროტექნიკა ვიყიდეთ 1,9 მლნ აშშ დოლარად. თანხობრივად კი იმპორტში პირველი ადგილი წელს ბულგარეთმა დაიკავა, სადაც 40 ტონა პიროტექნიკაში 3,2 მლნ აშშ დოლარი გადავიხადეთ.

პიროტექნიკის საიმპორტო ქვეყნების სამეულშია პოლონეთიც, საიდანაც 431 870 აშშ დოლარის ღირებულების 107 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა.

ექსპორტის თვალსაზრისით კი, რიცხვები უმნიშვნელოა. მაგალითად, წელს მხოლოდ სომხეთში გვაქვს გატანილი პიროტექნიკა, რომლის მოცულობამაც 1,7 ტონა შეადგინა, რაშიც 6660 აშშ დოლარი გადაგვიხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები