მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში 16-17 ასაკის ადამიანებზე 1518 მართვის მოწმობა გაიცა|სტატისტიკა

მართვის მოწმობა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 7 383 მართვის მოწმობა გაიცა. მათგან 16 და 17 წლის ასაკის ადამიანებზე 1518 მართვის მოწმობაა გაცემული.

რაც შეეხება მოქალაქეობას, გაცემული მართვის მოწმობების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, თუმცა არიან უცხოელებიც. მათ შორის ჭარბობს რუსეთის მოქალაქეები და ინდოეთის.

I კვარტალში მართვის მოწმობები გაიცა:

რუსეთის მოქალაქეებზე - 77

ინდოეთის მოქალაქეებზე - 24

ბელარუსის მოქალაქეებზე - 16

უკრაინის მოქალაქეებზე - 9

ბანგლადეშის მოქალაქეებზე - 7

პაკისტანის მოქალაქეებზე - 7

აზერბაიჯანის მოქალაქეებზე - 6

თურქეთის მოქალაქეებზე - 3

ყაზახეთის მოქალაქეებზე - 3

რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, შსს-ის სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, გაცემულია 29 647 მართვის მოწმობა, მაშინ, როდესაც 2024 წელს 28 730 მოწმობა გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები