2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მასშტაბით ექსპლუატაციაში 683 შენობა-ნაგებობა შევიდა, 15-ით ნაკლები, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ექსპლუატაციაში მიღებული შენობების საერთო ფართობმა 722 503მ² შეადგინა, რაც თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები თანახმად, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტებიდან ყველაზე მეტი - 410 შენობა - საცხოვრებელი დანიშნულების იყო. ყველაზე ნაკლები კი - სპორტული ნაგებობა და მოედანი; პირველ კვარტალში ამ ტიპის მხოლოდ 2 ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების განაწილება რეგიონების მიხედვით:
| რეგიონი | რაოდენობა | ფართობი, მ2 |
| საქართველო - სულ | 683 | 722 503 |
| თბილისი | 217 | 471 101 |
| აჭარის არ | 13 | 39 672 |
| გურია | 14 | 3 371 |
| იმერეთი | 34 | 43 424 |
| კახეთი | 73 | 23 115 |
| მცხეთა-მთიანეთი | 94 | 36 013 |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 5 | 2 588 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 34 | 12 506 |
| სამცხე-ჯავახეთი | 53 | 23 808 |
| ქვემო ქართლი | 84 | 41 091 |
| შიდა ქართლი | 62 | 25 814 |




























