სპორტული მიღწევების საპრომოციოდ გამოყოფილი თანხა კამპანიისთვის "პირველად ისტორიაში" დაიხარჯება, - ამის შესახებ bm.ge-ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საუბარია 10 აპრილის განკარგულებაზე, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან მთავრობის ადმინისტრაციას თანხას სპორტული მიღწევების საპრომოციოდ გამოეყო. თუმცა, განკარგულება არ მოიცავდა მეტ დეტალს.
bm.ge-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ბანერებზე ყველა სპორტული სახეობის, ყველა დროის მიღწევა გამოიფინება, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.