მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტული მიღწევების მარკეტინგული კამპანიისთვის მთავრობამ ₾780 000 გამოყო - განკარგულება

კობახიძე

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის 780 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ 10 აპრილს მოაწერა ხელი.

განკარგულებაში არ წერია კონკრეტული მიზნობრიობა. წერია მხოლოდ ის, რომ ფინანსთა სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან მთავრობის ადმინისტრაციას თანხას სპორტული მიღწევების საპრომოციოდ აძლევს.

bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რა კამპანიის დაფინანსებაზეა საუბარი, თუმცა ადმინისტრაციაში გვითხრეს რომ მეტი დეტალის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა, რომლის პასუხიც 10 დღეში იქნება.

bm.ge-იმ უკვე მიმართა ადმინისტრაციას კითხვებით და მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები