ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება შემცირდა. ესკოს მონაცემებით, გასულ თვეში საბალანსო დენის ფასი ივნისის შემდეგ პირველად 15 თეთრს ჩამოსცდა და 14.95 თეთრი შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგია აგვისტოში 16.6 თეთრი, სექტემბერში - 15.98 თეთრი, ოქტომბერში კი, 15.85 თეთრი ღირდა.
ნოემბერში ესკო-ს მეშვეობით ნავაჭრმა საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 384.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც ქსელში მთლიანი მიწოდების 32% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება 57.5 მლნ ლარს აღწევდა.
გასულ თვეში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი თბოელექტროსადგურებზე მოდიოდა - 54.2%. მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 23.9% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 0.7%, თბოელექტროსადგურების - 54.2%, ხოლო იმპორტის წილი - 21.2%.



























