მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად ჯანდაცვაში სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, საკმაოდ დიდია დატვირთვა - კობახიძე

61f7eb1dedca5
ანუკა ჯოხაძე
31.01.22 22:55
779
ოჯახის ექიმების ნაკლებობაზე და ჯანდაცვის პირველად სერვისებზე გართულებულ ხელმისაწვდომობაზე პაციენტების დიდმა ნაწილმა საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში "ომიკრონის" ფართომასშტაბიანი გავრცელება დაიწყო.

მსგავს განცხადებებს უკვე რამდენიმე კვირაა სადაზღევევო კომპანიების წარმომადგენლები აჟღერებენ, ამის პარალელურად ჯანდაცვის სამინიტრომ თითქოს დისტანციური სერვისებიც გააძლიერა, თუმცა პრობლემა მაინც დღის წესრიგში დგას. როგორც კოვიდინფიცირებულები ამბობენ, ოჯახის ექიმთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელია.

როგორც "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" ხელძღვანელი BM.GE-სთან აცხადებს, ყველაზე დიდი დრო პაციენტებთან იმის ახსნას მიაქვს, რამდენად სჭირდება მას შესაბამისი კვლევები.

ნინა კობახიძის განმარტებით, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" შემთხვევაში ყოველდღიურად მათ სისტემას 300-400 ახალი კოვიდ შემთხვევა ემატება, რომლის მართვაც გაზრდილი მომართვიანობის პირობებში გართულებულია.

“ომიკრონმა" პირველად ჯანდაცვაზე გადმოიტანა დაწოლა, რადგან ყოველდღიურად იზრდება იმ კოვიდინფიცირებულების რაოდენობა, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ. განსაკუთრებით ეს ყველაფერი იმ სადაზღვევო კომპანიებს დააწვათ, რომლებსაც ბევრი ფიზიკური პირი ჰყავდათ დაზღვეული. ჩვენს შემთხვევაში, ყოველდღე 300-400 ახალი შემთხვევა გვემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის რაოდენობის ზრდის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია პაციენტების მართვა. არსებული პროტოკოლით, პაციენტთან დაკავშირება 24 საათში უნდა მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი უსიმპტომოა თუ არა. ვცდილობთ, მაქსიმალურად, სხვადასხვა რგოლი იქნა მობილიზებული, პირადი მენეჯერები და 24-საათიანი ქოლ ცენტრი ამისთვის მუშაობს, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ სახარბიელო სიტუაციაა პირველად ჯანდაცვაში, საკმაოდ დიდია დატვირთულობა. საკმაოდ დიდი დრო სჭირდება პაციენტებისთვის იმის ახსნას, რომ ყველა შემთხვევაში არ არის რადიოლოგიური თუ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევების განხორციელება საჭირო", - აცხადებს "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" ხელმძღვანელი ნინა კობახიძე.

ცნობისთვის: ოჯახის ექიმების ნაკლებობაზე დღეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა; როგორც ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, ამ მიმართულებით დისტანციური სერვისები გაძლიერებულია. მისი თქმით, დღეს კოვიდინფიცირებულებს 2500 ექიმი ემსახურება, რომლებიც პირველ რიგში, იმ პაციენტებთან რეკავენ, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, თუმცა კითხვაზე თუ როგორ ხდება მძიმე პაციენტების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაში თუ მათთან კავშირი გართულებულია, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათი აღრიცხვა შემოსული ზარებით და ტესტირების ჩატარების შემდეგ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები